მეცნიერება და ტექნოლოგია
მოწინავე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც გვეხმარება თქვენი ჯანმრთელობის სრული სურათის შექმნაში.
VO₂ Max
მეტაბოლიზმის შეფასების ოქროს სტანდარტი
რა არის
VO₂ max ტესტირება ზუსტად განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად იყენებს თქვენი სხეული ჟანგბადს მოსვენების და ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს — ეს წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მიტოქონდრიული ჯანმრთელობის, მეტაბოლური ეფექტურობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებელს.
მოწინავე სუნთქვის ანალიზის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ რეალურ დროში ვაფასებთ, როგორ მუშაობს ერთად თქვენი გული, ფილტვები, კუნთები და მეტაბოლიზმი.
VO₂ max ტესტირება უზრუნველყოფს სრულყოფილ ანალიზს იმისა, თუ როგორ წარმოქმნის თქვენი სხეული ენერგიას, იყენებს ჟანგბადს და რეაგირებს ფიზიკურ დატვირთვაზე რეალურ დროში. ის იძლევა ზუსტ ინფორმაციას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების, მეტაბოლური ჯანმრთელობის, გამძლეობის და საერთო ფიზიოლოგიური მდგრადობის შესახებ.
როგორ მუშაობს
ტექნოლოგია იყენებს მოწინავე, არაინვაზიურ სუნთქვის ანალიზს, რომელიც რეალურ დროში აღიქვამს თქვენი ორგანიზმის სრულ ფიზიოლოგიურ პასუხს დატვირთვაზე.
შეფასების პროცესში ხდება 23 ბიომარკერის განსაზღვრა , მათ შორის:
- ჟანგბადის მოხმარების ზუსტი ანალიზი (VO₂)
- ნახშირორჟანგის დინამიკის შეფასება (VCO₂)
- მეტაბოლური მოქნილობის განსაზღვრა
- ენერგიის წარმოების ეფექტურობის გაზომვა
ტესტი ტარდება კონტროლირებულ გარემოში, როგორც მოსვენების , ასევე მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის პირობებში — სარბენ ბილიკზე ან ველოსიპედზე, სპეციალური სუნთქვის სისტემის გამოყენებით.
სარგებელი
- თქვენი VO₂ Max-ის ზუსტი განსაზღვრა
- მეტაბოლური ეფექტურობის შეფასება
- ცხიმის წვის ოპტიმალური ზონების დადგენა
- პერსონალიზებული ვარჯიშის გეგმის შექმნა
- გამძლეობისა და ენერგიის დონის გაუმჯობესება
- აღდგენის ხარისხის უკეთ გაგება
- longevity-ისა და ფიზიოლოგიური პოტენციალის შეფასება

VO₂ Max ტესტირება — მეტაბოლიზმის გაზომვა
IHHT
უჯრედული წვრთნა (ინტერვალური ჰიპოქსია-ჰიპეროქსია)
რა არის
IHHT ინტერმიტენტული ჰიპოქსიურ-ჰიპეროქსიური ტრენინგი წარმოადგენს არაფარმაკოლოგიურ ინტერვენციას, რომელიც გულისხმობს ჰიპოქსიური ჰაერის (9–16% O₂) და ჰიპეროქსიური ჰაერის (30–36% O₂) მონაცვლე ციკლებით სუნთქვას სპეციალიზებული მოწყობილობის მეშვეობით. მეთოდი სიმულირებს მაღალ სიმაღლეზე ვარჯიშის ფიზიოლოგიურ პირობებს, შექმნილია გულ-სისხლძარღვთა და უჯრედული ადაპტაციური პასუხების სტიმულაციისთვის ფიზიკური ვარჯიშის საჭიროების გარეშე. ეს კონტროლირებადი სტიმული ააქტიურებს მიტოქონდრიას,ერითროპოეზს(სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ანგიოგენეზს(ახალი სისხლძარღვების ფორმირებას), ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის ზრდას, ენდოთელიური ფუნქციის გაუმჯობესებას და ანთებითი პროცესების მოდულაციას
როგორ მუშაობს
თქვენ კომფორტულად ზიხართ გადასაწოლ სავარძელში , სპეციალური ნიღბით რომელიც მონაცვლეობით აწვდის ჰიპოქსიურ (9-16% O2)და ჰიპეროქსიურ (30-36% O2) ჰაერს. უსაფრთხოებისა და ოპტიმალური დოზირების უზრუნველსაყოფად, თქვენი ჟანგბადის სატურაცია მუდმივად კონტროლდება თითზე დამაგრებული პულსოქსიმეტრით.
სესია გრძელდება 40-დან 50 წუთამდე. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ იკითხოთ, მედიტაცია გააკეთოთ ან უბრალოდ დაისვენოთ.
ხანგრძლივი ეფექტისთვის უჯრედულ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, რეკომენდებულია 10–15 სესია, კვირაში ორ-სამჯერ.
IHHT არ არის რეკომენდებული მწვავე რესპირატორული ინფექციების, მწვავე ფილტვის დაავადებების ან ცხელების მქონე პირებისთვის.
სარგებელი
- მიტოქონდრიების განახლება: დაზიანებული იშლება, ახალი, ეფექტური ჩნდება
- VO2 max-ის გაუმჯობესება დამატებითი ვარჯიშის გარეშე
- გულ-სისხლძარღვოვანი ეფექტურობა: HRV და მოსვენე გულისცემის გაუმჯობესება
- ანგიოგენეზი: ახალი სისხლძარღვების ფორმირება
- ნეიროდაცვა: მახსოვრობა, კონცენტრაცია, კოგნიტური სიმახვილე
- პასიური პროტოკოლი, 40-50 წუთი სკამზე

Celloxy — კონტროლირებადი ჰიპოქსიურ-ჰიპეროქსიური სისტემა
წითელი სინათლის თერაპია
ფოტობიომოდულაციის თერაპია უჯრედული ენერგიისთვის
რა არის
წითელი სინათლის თერაპია (ფოტობიომოდულაცია) იყენებს წითელი და ახლო ინფრაწითელი სინათლის სპეციფიკურ ტალღის სიგრძეებს, რომლებიც აღწევს კანში და ასტიმულირებს უჯრედული ენერგიის გამომუშავებას. ეს პროცესი უჯრედულ დონეზე ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ აღდგენისა და რეგენერაციის მექანიზმებს.
როდესაც სინათლე აღწევს მიტოქონდრიამდე — უჯრედების „ენერგეტიკულ ცენტრამდე" — ის ზრდის ATP-ის (უჯრედული ენერგიის) გამომუშავებას. გაზრდილი უჯრედული ენერგია ორგანიზმს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად აღადგინოს ქსოვილები, შეამციროს ანთება, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და ასტიმულიროს კოლაგენის სინთეზი.
როგორ მუშაობს
თქვენ კომფორტულად დგახართ ან ზიხართ ორ წითელი სინათლის პანელს შორის 7-10 წუთის განმავლობაში. სინათლე შეიწოვება მიტოქონდრიაში არსებული ციტოქრომ-C ოქსიდაზას მიერ და გარდაიქმნება ATP-ად. გაზრდილი უჯრედული ენერგია ააქტიურებს ქსოვილების აღდგენას, ამცირებს ანთებას და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს. რეკომენდებულია კვირაში 3–5 სესია, სულ 10–15 სესია, შემდეგ კი ყოველკვირეული შენარჩუნება.
სარგებელი
- მხარს უჭერს ქსოვილების რეგენერაციას და საერთო აღდგენით პროცესებს
- აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ელასტიკურობას
- ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას
- ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს
- ხელს უწყობს აკნესა და კანის ანთების შემცირებას
- აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ქსოვილების აღდგენას
- ამცირებს კუნთების ტკივილსა და სახსრების დისკომფორტს
- ხელს უწყობს ანთების შემცირებას
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- ხელს უწყობს სწრაფ აღდგენასა და რეაბილიტაციას
- უწყობს ხელს თმის ზრდასა და გაძლიერებას

სრული სხეულის ფოტობიომოდულაცია
ეპიგენეტიკური ტესტირება
რამდენი წლისაა თქვენი უჯრედები, დამოუკიდებლად დაბადების წლისგან?
რა არის
ეპიგენეტიკური ტესტი ზომავს დნმ-ის მეთილაციის სურათს 900,000-ზე მეტ გენომის მონაკვეთზე, რათა გამოთვალოს ბიოლოგიური ასაკი - რაც არის პირდაპირი საზომი იმისა, თუ რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი უჯრედები, თქვენი ქრონოლოგიური ასაკისგან დამოუკიდებლად. ბიოლოგიური ასაკი დღესდღეობით კლინიკურ მედიცინაში მიჩნეულია ასაკთან ასოცირებული დაავადებების, ფუნქციური დაქვეითებისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პროგნოზირებად ფაქტორად
როგორ მუშაობს
სისხლის მცირე ნიმუში იღება Longevity One-ის კლინიკაში და იგზავნება აშშ-ის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. თქვენი დნმ ანალიზდება ახალი თაობის სეკვენირების მეშვეობით, ხოლო მეთილაციის სურათი შედარებულია ვალიდირებულ ეპიგენეტიკურ საათებთან ბიოლოგიური ასაკის სხვადასხვა მაჩვენებლის გამოსათვლელად.
შედეგები 4-6 კვირაში. ხელახალი ტესტი შესაძლებელია გაკეთდეს 6-12 თვეში.
სარგებელი
- საერთო ბიოლოგიური ასაკი: რა ასაკისაა თქვენი უჯრედები-წლებით ნაკლები ან მეტი
- DunedinPACE: დაბერვის ტემპი კალენდარულ წელში
- იმუნიტეტის ასაკი: ანთების, გამძლეობის, კიბოს რისკის განმსაზღვრელი
- ორგანო-სპეციფიური ეპიგენეტიკური საათები
- ინტერვენციის მონიტორინგი: ობიექტური დადასტურება, რომ პროტოკოლი მუშაობს
- 900,000+ მეთილაციის საიტის ანალიზი

თქვენი ბიოლოგიური ასაკი დნმ-ში
ნაწლავის მიკრობიომი
ნაწლავის ეკოსისტემა განსაზღვრავს იმუნიტეტს, მეტაბოლიზმს და დაბერების ტემპს
რა არის
AI-ზე დაფუძნებული მიკრობიომის ანალიზი იყენებს მეტაგენომურ სექვენირებას 600-ზე მეტი ბაქტერიის, სოკოს და არქეას სახეობის იდენტიფიცირებისა და რაოდენობრივი შეფასებისთვის.
როგორ მუშაობს
1. ნიმუშის აღება
აიღეთ მარტივი განავლის ნიმუში სპეციალური ტესტ-კიტის გამოყენებით.
2. მიკრობიომის ანალიზი
ლაბორატორია აანალიზებს თქვენი ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობას თანამედროვე გენეტიკური ტექნოლოგიებით.
3. AI-ზე დაფუძნებული შეფასება
ხელოვნური ინტელექტი აფასებს თქვენს მიკრობიომს და ადგენს ინდივიდუალურ პროფილს.
4. პერსონალიზებული რეკომენდაციები
მიიღეთ თქვენზე მორგებული კვების, პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების რეკომენდაციები ნაწლავის ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის.
სარგებელი
- 600+ სახეობა: ბაქტერიული, სოკოვანი და არქეული პროფილირება
- ნაწლავ-იმუნური ღერძის შეფასება: მიკრობიომი და სისტემური ანთება
- მეტაბოლიტების პროფილი: SCFA, ნაღვლის მჟავები, ნეიროტრანსმიტერების წინამორბედები
- დისბიოზის ქულა: გადახრა ჯანმრთელი მიკრობიომისგან
- AI-გენერირებული პერსონალური პროტოკოლი
- ინდივიდუალურად მორგებული კვების რეკომენდაციები
- დიეტა, პრე და პრობიოტიკები , დანამატები რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას
- 12 კვირის კვლევა ადასტურებს პროტოკოლის ეფექტს

ნაწლავის შინაგანი ეკოსისტემა


















