ხშირად დასმული კითხვები
ზოგადი
LongevityOne არის პრევენციული და ინტეგრაციული მედიცინის პლატფორმა. ტრადიციული მედიცინისგან განსხვავებით, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დაავადების არარსებობა, არამედ ადამიანის ბიოლოგიური პოტენციალის მაქსიმიზაცია ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს თქვენი ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის.
ჩვენი სერვისები განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვინც ორიენტირებულია პრევენციაზე და ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაზე. განსაკუთრებით რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომელთაც უწევთ ინტენსიური გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალური პროდუქტიულობის შენარჩუნება.
დღეგრძელობის მედიცინა არის პრევენციული მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია დაბერების პროცესის შენელებაზე და ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაზე - დაავადების გამოვლენამდე. ჩვენ ვიყენებთ მონაცემებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას და პერსონალიზებულ თერაპიებს.
პაციენტის გზა
საუკეთესო გზაა Starter Longevity Check პაკეტით დაწყება, რომელიც მოიცავს საბაზისო ბიოლოგიურ და მეტაბოლურ შეფასებას. ამის შემდეგ, ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან თქვენს მიზნებზე მორგებული გრძელვადიანი პროგრამის შერჩევაში.
დღეგრძელობა
დღეგრძელობა ტრადიციული გაგებით უბრალოდ დიდხანს სიცოცხლეს ნიშნავს, თუმცა თანამედროვე პრევენციულ მედიცინაში ის სრულიად ახალ განზომილებას იძენს. ჩვენთვის Longevity არის „ჯანმრთელობის ხანგრძლივობის“ (Healthspan) გათანაბრება„სიცოცხლის ხანგრძლივობასთან“ (Lifespan). ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ დავამატოთ წლები თქვენს სიცოცხლეს, არამედ შევმატოთ ენერგია, ახალგაზრდობა და პროდუქტიულობა თქვენს წლებს, რათა ნებისმიერ ასაკში შეინარჩუნოთ თქვენი ბიოლოგიური და გონებრივი პიკი.
თქვენი ქრონოლოგიური ასაკი ანუ ასაკი, რომელიც გიწერიათ პასპორტში, ყოველთვის არ ასახავს თქვენი ორგანიზმის რეალურ მდგომარეობას. ჩვენ ვიყენებთ ეპიგენეტიკურ ტესტირებას, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი უჯრედულ დონეზე. ეს გვაძლევს საშუალებას მართოთ თქვენი ბიოლოგიური დრო და შეანელოთ დაბერების პროცესი.
მეტაბოლური
მეტაბოლური ანალიზი ყველაზე ზუსტი გზაა იმის გასაგებად, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზმი უჯრედულ დონეზე. სუნთქვის (აირთა ცვლის) ანალიზის მეშვეობით, როგორც მოსვენების, ისე დატვირთვის მდგომარეობაში, ჩვენ ვიღებთ თქვენი შინაგანი ჯანმრთელობის სრულ სურათს. ეს პროცესი ორ ძირითად მაჩვენებელზე ფოკუსირდება:
- ●მოსვენების მეტაბოლიზმი (RMR): ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს თქვენს „მეტაბოლურ ბაზისს“ — კალორიების იმ ზუსტ რაოდენობას, რომელსაც თქვენი სხეული სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად წვავს. ტესტირება ადგენს ენერგიის ძირითად წყაროს (ცხიმები თუ ნახშირწყლები), რაც საშუალებას გვაძლევს შევადგინოთ კვების ინდივიდუალური სტრატეგია მეტაბოლური მოქნილობისა და ენერგიის ოპტიმიზაციისთვის.
- ●VO2 Max (აერობული შესაძლებლობა): ეს არის თქვენი კარდიორესპირატორული ფიტნესის უმაღლესი საზომი. VO2 Max აჩვენებს, რამდენად ეფექტურად ითვისებს თქვენი გული, ფილტვები და კუნთები ჟანგბადს. თანამედროვე მედიცინაში ეს მაჩვენებელი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრედიქტორად მიიჩნევა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია თქვენს ფიზიკურ რეზერვსა და სიცოცხლისუნარიანობასთან.
ეს მაჩვენებლები გვაძლევს საჭირო მონაცემებს თქვენი ბიოლოგიური ასაკის სამართავად:
- პერსონიფიცირებული ნუტრიციოლოგია: თქვენი RMR გვეუბნება ზუსტად როგორ „გამოკვებოთ“ ორგანიზმი, რათა თავიდან აიცილოთ მეტაბოლიზმის შენელება და შეინარჩუნოთ სხეულის ახალგაზრდული შემადგენლობა.
- სტრატეგიული ფიტნესი: თქვენი VO2 Max გვიჩვენებს, როგორ ივარჯიშოთ ეფექტურად გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად, რაც მაღალი ენერგიისა და ხანგრძლივი ჯანმრთელობის საფუძველია.
ფასები
ფასები დამოკიდებულია არჩეულ პროგრამაზე და თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე. საწყისი კონსულტაცია და ბიოლოგიური აუდიტი იწყება 550 ლარიდან. თითოეული პროგრამის დეტალური ფასი განისაზღვრება საწყისი კონსულტაციის შემდეგ.
შედეგები
პირველი ცვლილებები შესაძლოა შეიმჩნეს 2-4 კვირაში - ენერგიის დონის ზრდა, ძილის ხარისხის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ცვლილებები, როგორიცაა ბიოლოგიური ასაკის შემცირება, საჭიროებს 3-6 თვეს.
ტექნოლოგიები
IHHT (შუალედური ჰიპოქსია-ჰიპეროქსია) არის უჯრედული წვრთნის მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს უჯრედულ ენერგიას, აჩქარებს რეგენერაციას და ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური შესაძლებლობების პიკზე ასვლაში. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების აღმოჩენას იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობენ და ეგუებიან უჯრედები ჟანგბადის ცვალებად დონეს.
თერაპიის მთავარი უპირატესობებია:
- ●მიტოქონდრიული განახლება: IHHT პირდაპირ მოქმედებს მიტოქონდრიებზე — თქვენი უჯრედების „ელექტროსადგურებზე“. პროცესის დროს ხდება ძველი, დაზიანებული მიტოქონდრიების განადგურება და მათი ჩანაცვლება ახალი, ჯანსაღი და მაღალპროდუქტიული მიტოქონდრიებით.
- ●ენერგიის მაქსიმიზაცია: მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უჯრედულ ენერგიას და ნივთიერებათა ცვლას.
- ●რეგენერაცია და პერფორმანსი: აჩქარებს ორგანიზმის აღდგენას და ეხმარება ადამიანს ფიზიკური შესაძლებლობების პიკზე ასვლაში.
კომფორტული გარემო: თერაპია უზრუნველყოფს ძალების აღდგენის მშვიდ და კომფორტულ გარემოს.
Red Light თერაპია არის ფოტო-ბიომოდულაციის ინოვაციური მეთოდი, რომელიც იყენებს დაბალი სიხშირის წითელ სინათლეს უჯრედულ დონეზე რეგენერაციისთვის. ის ააქტიურებს მიტოქონდრიებს („უჯრედის ელექტროსადგურებს“), რაც ხელს უწყობს:
- ●სწრაფ აღდგენას: კუნთოვანი ქსოვილისა და სახსრების უსწრაფესი რეგენერაცია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
- ●ანთების შემცირებას: ორგანიზმში არსებული ფარული ანთებითი პროცესების პრევენცია და მართვა.
- ●გაახალგაზრდავებას: კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება, რაც აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ელასტიურობას.
დიახ, IHHT თერაპია აბსოლუტურად უსაფრთხოა და ეფუძნება 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების კვლევას. თერაპია ტარდება სამედიცინო ზედამხედველობით და ინდივიდუალურად მორგებული პარამეტრებით.
დიახ, წითელი შუქის თერაპია სრულიად უსაფრთხო, არაინვაზიური და უმტკივნეულო პროცედურაა. ის არ შეიცავს მავნე ულტრაიისფერ (UV) სხივებს, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს კანის დამწვრობის ან დაზიანების რისკი. ჩატარებული კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ამ თერაპიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და იგი ფართოდ გამოიყენება უჯრედული რეგენერაციისთვის, ანთებითი პროცესების შესამცირებლად და კანის გასაახალგაზრდავებლად. ჩვენს ცენტრში გამოყენებული აპარატურა აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ თერაპიულ ეფექტს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.
ეს არის ჩვენი სტრატეგიული სერვისი — კომპლექსური კვლევა, რომელიც პაციენტს აძლევს სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერულად დასაბუთებულ რუკას. ის აერთიანებს თქვენს მეტაბოლურ, ეპიგენეტიკურ და გენეტიკურ მონაცემებს პერსონალიზებული სამოქმედო გეგმის შესაქმნელად.
ვერ იპოვეთ პასუხი?
ჩვენი გუნდი სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.