შპს Longevity One (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ჩვენ") გაწვდით ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას მზა ჩანაწერების (Cookies) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ქუქი") გამოყენების წესების შესახებ. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს თუ როგორ ვამუშავებთ ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდით სარგებლობისას. წინამდებარე პოლიტიკა შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ევროპის კავშირის რეგულაციების შესაბამისად.
1. ზოგადი ინფორმაცია „ქუქის" შესახებ
რას წარმოადგენს?
„ქუქი" არის ვებგვერდის მიერ მომხმარებლის ბრაუზერში გაგზავნილი მცირე ზომის ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის ტერმინალზე, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა.
რას ემსახურება?
მათი დანიშნულება სხვადასხვა სახის ტექნიკური პარამეტრების, ანალიტიკური, სტატისტიკური და მარკეტინგული ინფორმაციის დამახსოვრება, შენახვა და დამუშავება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მომხმარებლისა და მისი მოწყობილობის ქცევიდან გამომდინარე, მომხმარებელზე მორგებული ვებგვერდის ფუნქციონალის შეთავაზებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში.
რა სახის Cookie ფაილები არსებობს?
„ქუქი" შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთად ან ცალ-ცალკე. „ქუქი" ფაილები იყოფიან რამდენიმე კატეგორიად:
- ფუნქციური — ტექნიკური „ქუქი" ფაილები, ანალიტიკური „ქუქი" ფაილები და ინდივიდუალიზებული „ქუქი" ფაილები.
- მაკონტროლებლისა და წარმოშობის — მომხმარებლის მიერ მონახულებული ვებგვერდის დომენის მიერ შექმნილი საკუთარი „ქუქი" ფაილები, ან მესამე პირის „ქუქი" ფაილები, რომლებიც იქმნება და იმართება მონახულებული ვებგვერდის სხვადასხვა დომენების მიერ, მომხმარებლებთან ინდივიდუალური რეკლამის გაგზავნის მიზნით.
- მოქმედების ხანგრძლივობის — მაგ., სესიის „ქუქი" ფაილები ან მუდმივი გამოყენების „ქუქი" ფაილები.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ და რა სახის „ქუქი" ფაილებს ვიყენებთ
აუცილებელი „ქუქი" ფაილები
ეს „ქუქი" ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების მუშაობისთვის, ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისთვის.
ფუნქციური „ქუქი" ფაილები
ეს „ქუქი" ფაილები უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრებას, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება (მაგალითად, ვებგვერდის მოხმარების წესებსა და მზა ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკაზე დათანხმება, სასურველი ენის არჩევა და ა.შ.).
ანალიტიკური „ქუქი" ფაილები
ეს „ქუქი" ფაილები გამოიყენება მომხმარებლის ქცევის შესახებ, ვებგვერდის ცალკეულ ვებგვერდებთან მათ ინტერაქციის შესახებ, ინფორმაციის დაგროვებისთვის და მომხმარებლის ვებგვერდზე ვიზიტისას გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
მესამე პირის „ქუქი" ფაილები
ცალკეულ შემთხვევებში ჩვენს ვებგვერდზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მესამე პირის მომსახურების „ქუქი" ფაილები, როგორიცაა:
- ანალიტიკური პლატფორმები (მაგ.: Google Analytics)
- ონლაინ ჩათის მომსახურება
ამ შემთხვევაში მესამე პირი პასუხისმგებელია თავისი „ქუქი" პოლიტიკის შესაბამისად.
3. როგორ ვიყენებთ მოპოვებულ ინფორმაციას?
- ვებგვერდით მომხმარებლის სარგებლობის, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის.
- ვებგვერდის ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და ხელმისაწვდომობის ოპტიმიზაციისთვის.
- ჩვენ შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
- ვებგვერდის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით.
4. „ქუქი" ფაილების მართვა
ვებგვერდზე მომხმარებლის თავდაპირველი ვიზიტისას თვალშისაცემ ადგილას გამოჩნდება „ქუქი" ფაილების ბანერი, რომელზეც მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოხატოს თანხმობა და აირჩიოს, რა სახის „ქუქი" ფაილები იქნება შენახული მის ბრაუზერში.
- მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს მიიღოს ყველა სახის „ქუქი" ფაილები და გააგრძელოს ვებგვერდით სარგებლობა. „ქუქი" ფაილების ბანერი ხელახლა აღარ გამოჩნდება და ჩაითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება ჩვენს „ქუქი" ფაილების პოლიტიკას.
- მომხმარებელს შეუძლია არ დაეთანხმოს ყველა სახის „ქუქი" ფაილების მიღებას (გარდა იმ „ქუქი" ფაილებისა, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის).
- მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დაეთანხმოს მხოლოდ ფუნქციური და ანალიტიკური ან მარკეტინგული „ქუქი" ფაილების მიღებას.
- მომხმარებლის მიერ ყველა სახის „ქუქი" ფაილების მიღებაზე უარმა ან მხოლოდ კონკრეტული მიზნის „ქუქი" ფაილების მიღებაზე თანხმობამ, შესაძლებელია გამოიწვიოს ვებგვერდის ზოგიერთი ვებგვერდის ან მისი ნაწილით სარგებლობის შეზღუდვა ან ტექნიკური გაუმართაობა.
- მომხმარებელს სურვილისამებრ ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ გაკეთებული არჩევანი, დაეთანხმოს „ქუქი" ფაილების მიღებას სრულად ან ნაწილობრივ.
5. მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და მონაცემთა მიმღების ვალდებულება
- ვებგვერდის მომხმარებელი ნებაყოფლობით გამოხატავს მკაფიო და ინფორმირებულ თანხმობას „ქუქი" ფაილების მიღებასა და შპს Longevity One-ის „ქუქი" ფაილების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
- შპს Longevity One-ის ლეგიტიმურ ინტერესს ვებგვერდის მომხმარებელთა ციფრული უსაფრთხოებისა და ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისთვის გამოიყენოს „ქუქი" ფაილები.
- შპს Longevity One იღებს ვალდებულებას, დაიცვას ვებგვერდის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია მომხმარებელთა მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას და მიაწოდოს ინფორმაცია ვებგვერდზე „ქუქი" ფაილების გამოყენების შესახებ.
6. ცვლილებები „ქუქი" პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს განვაახლოთ წინამდებარე „ქუქი" ფაილების პოლიტიკა. ცვლილებები გამოქვეყნდება ამ ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებლებს ეცნობებათ ვებგვერდზე ხელახალ ვიზიტისას.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
„ქუქი" პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
შპს Longevity One (ს/ნ 405837590)
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა №4ა, მე-3 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა №50, თბილისი, საქართველო
ან მიმართეთ კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: [email protected].