Longevity One უთი ქართველი ექიმის მიერ დაარსდა, რომელთაც სამედიცინო უნივერსიტეტიდან მოყოლებული მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. თითოეულმა მათგანმა გამორჩეული კარიერა შექმნა – ზოგმა საქართველოში, ზოგმა კი საზღვრებს გარეთ. თუმცა, წლების განმავლობაში მათ ერთი საერთო მისია აერთიანებდათ: საკუთარი ცოდნის სამშობლოში დაბრუნება და ადამიანების ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი, პოზიტიური კვალის დატოვება.
სფეროს არჩევაზე ბევრი არც უფიქრიათ – ეს სრულიად ბუნებრივი ნაბიჯი იყო. დღეგრძელობის მედიცინა, რომელიც პრევენციაზე, ზუსტ მონაცემებსა და თითოეულ ადამიანზე მორგებულ მიდგომაზე დგას, სწორედ ისაა, რაც ჩვენს ქვეყანას და აქ მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მსოფლიოში ეს მეცნიერება და ტექნოლოგიები უკვე არსებობს, დამფუძნებლების მიზანი კი ამ უახლესი მიღწევების საქართველოში ჩამოტანა და ადამიანებზე ყოველდღიურ, ხელშესახებ ზრუნვად ქცევა გახდა.
Longevity One ერთი ურყევი რწმენით შეიქმნა: მედიცინა მხოლოდ დაავადების არარსებობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მისი ჭეშმარიტი დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანს იცხოვროს არა მხოლოდ დიდხანს – არამედ უკეთესად.