რატომ არ მუშაობს ტრადიციული დიეტები - მეცნიერული ახსნა

მეტაბოლური ჯანმრთელობა

ყოველ იანვარს მილიონობით ადამიანი იწყებს ახალ დიეტას. ისინი დიდი მონდომებით ითვლიან კალორიებს, ზღუდავენ ნახშირწყლებს ან რაციონიდან სრულად იღებენ საკვების გარკვეულ ჯგუფებს. მარტისთვის უმეტესობა წყვეტს ამ პროცესს, მომდევნო იანვარს კი ბევრი მათგანი კვლავ ცდის ბედს უკვე სხვა გეგმით და ისევ იმავე შედეგამდე მიდის.

ეს არ არის ნებისყოფის ნაკლებობა; ეს მეთოდოლოგიური ხარვეზია. ტრადიციული დიეტები ეფუძნებიან ფუნდამენტურ დაშვებას, რომელსაც სამეცნიერო კვლევები მუდმივად ეჭვქვეშ აყენებენ: თითქოს ადამიანის მეტაბოლიზმი არსებითად ერთგვაროვანია და კალორიული დეფიციტი ყველასთვის იდენტურად მუშაობს.

სინამდვილეში, ეს ასე არ არის.

თქვენი მეტაბოლიზმი უნიკალურია

მოსვენების მეტაბოლური მაჩვენებელი (RMR) — კალორიების ის რაოდენობაა, რომელსაც ორგანიზმი წვავს მოსვენების მდგომარეობაში სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ის შეადგენს თქვენი ყოველდღიური ენერგო დანახარჯების 60-დან 75 პროცენტს. ეს მაჩვენებელი ინდივიდებს შორის დრამატულად ვარირებს. ორ ადამიანს, რომელთაც აქვთ იდენტური სიმაღლე, წონა და ასაკი, შესაძლოა ჰქონდეთ მოსვენების მეტაბოლიზმი, რომელიც დღეში 300-დან 500 კალორიამდე სხვაობას იძლევა. ეს ერთი სრულფასოვანი კვების ეკვივალენტია. დიეტის გეგმა, რომელიც ერთისთვის იდეალურია, მეორეს ან ქრონიკულ შიმშილში ამყოფებს, ან ვერ უზრუნველყოფს საკმარის დატვირთვას.

სტანდარტული ფორმულები, რომლებიც მოსვენების მეტაბოლიზმის გამოსათვლელად გამოიყენება და რომლებიც თითქმის ყველა შაბლონურ კვების გეგმასა თუ კალორიების სათვლელ აპლიკაციას უდევს საფუძვლად , ხშირად მნიშვნელოვნად ცდება ინდივიდუალურ რეალობას. კვლევები, რომლებიც იყენებენ არაპირდაპირ კალორიმეტრიას (კლინიკურ „ოქროს სტანდარტს“), მუდმივად ადასტურებენ, რომ პოპულაციაზე გათვლილი საშუალო ფორმულები ხშირად არსებითად აჭარბებენ ან აკლებენ ინდივიდის რეალურ მაჩვენებელს. თქვენი მოსვენების მეტაბოლიზმის დადგენის ერთადერთი ზუსტი გზა მისი პირდაპირი გაზომვაა.

ამოსუნთქული ჰაერის რეალურ დროში ანალიზით, კლინიკური სიზუსტით დგინდება თუ რამდენ კალორიას წვავს თქვენი სხეული მოსვენების მდგომარეობაში. ნახშირწყლებისა და ცხიმების რა თანაფარდობას იყენებს ის ენერგიის წყაროდ და როგორ რეაგირებს თქვენი მეტაბოლიზმი ფიზიკურ დატვირთვაზე.

ამ ანალიზის შედეგი არის პერსონალიზებული მეტაბოლური პროფილი. არა პოპულაციურ საშუალო მონაცემებზე დაფუძნებული ვარაუდი, არამედ თქვენი რეალური ბიოლოგია.

ადაპტაციის პრობლემა

არსებობს მეორე მიზეზიც, რის გამოც ტრადიციული დიეტები მარცხდებიან და ის უფრო ბიოლოგიურია, ვიდრე მოტივაციური. ეს არის მეტაბოლური ადაპტაცია, როდესაც კალორიების მიღება მკვეთრად იზღუდება. ორგანიზმი ამას აღიქვამს როგორც გადარჩენის საფრთხეს და პასუხობს მოსვენების მეტაბოლიზმის შენელებით. კვლევებმა აჩვენეს, რომ აგრესიულმა კალორიულმა შეზღუდვამ შესაძლოა 20 პროცენტამდე შეამციროს მოსვენებისმეტაბოლური მაჩვენებელი (RMR). ადამიანისთვის, რომელიც მოსვენებისას 1500 კალორიას წვავს, ეს ნიშნავს დღეში 300 კალორიით ნაკლების დახარჯვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მკაცრად იცავს დიეტას.

სწორედ ეს არის „იო-იო ეფექტის“ მექანიზმი. წონა იკლებს, მეტაბოლიზმი ნელდება, პროგრესი ჩერდება, მოტივაცია კი ქრება. დიეტა სრულდება, წონა კი ბრუნდება ზოგჯერ იმაზე მეტიც, ვიდრე თავდაპირველად იყო, რადგან ორგანიზმი, რომელიც ახლა შენელებული მეტაბოლიზმით მუშაობს, გადარჩენის რეაქციის სახით ცხიმს უფრო ეფექტურად აგროვებს. იმ ადამიანების გრძელვადიანმა კვლევებმა, რომლებმაც წონაში აგრესიული დიეტებით დაიკლეს, აჩვენეს, რომ მეტაბოლური სუპრესია (დათრგუნვა) შესაძლოა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს დიეტის დასრულების შემდეგაც.

ნაწლავის მიკრობიომის როლი

არსებობს მესამე განზომილება, რომელსაც თითქმის არცერთი კონვენციური დიეტა არ ითვალისწინებს: ნაწლავის მიკრობიომი . თქვენს ნაწლავებში მცხოვრები ტრილიონობით მიკროორგანიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ იღებთ ენერგიას საკვებიდან, როგორ არეგულირებთ სისხლში შაქრის დონეს, როგორ მართავთ სისტემურ ანთებით პროცესებს და როგორ ახდენთ შიმშილის ჰორმონების მოდულაციას. ეს არ არის ბიოლოგიის პერიფერიული ნაწილი , ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ ამუშავებს თქვენი სხეული ყველაფერს, რასაც ჭამთ.

კვლევებმა აჩვენეს, რომ ორ ადამიანს, რომლებიც იდენტურ საკვებს მიირთმევენ, შესაძლოა ჰქონდეთ რადიკალურად განსხვავებული გლიკემიური და მეტაბოლური პასუხები, რაც ძირითადად განპირობებულია ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობით. ერთი და იმავე საკვებმა, რომელიც ერთ ადამიანში ენერგიის ნელი გამოთავისუფლების წყაროა, მეორეში შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი ნახტომი. ეს ნიშნავს, რომ ნომინალურად „ჯანსაღმა“ დიეტამ შესაძლოა სრულიად განსხვავებული შედეგები მოიტანოს იმის მიხედვით, თუ ვისი ნაწლავები ამუშავებს მას.

მიკრობიომის ანალიზი ადგენს თქვენი ნაწლავური ფლორის სპეციფიკურ შემადგენლობას განავლის ნიმუშში არსებული მიკრობული დნმ-ის გენეტიკური სეკვენირების გზით. შედეგი არ არის ზოგადი კვებითი რჩევა, არამედ პერსონალიზებული ნუტრიციული რუკა, რომელიც მორგებულია თქვენი ნაწლავების რეალურ ბიოლოგიას, მათ შორის კონკრეტულ საკვებ პროდუქტებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენს მიკრობიომს ან პირიქით, არღვევენ მას.

რა მუშაობს სინამდვილეში?

გამოსავალი არ არის „უკეთესი დიეტა“. გამოსავალი უკეთესი მეთოდია: ჯერ გაზომე და შემდეგ დანიშნე. Longevity One-ში ყოველი მეტაბოლური პროგრამა იწყება ზუსტი RMR-ისა და ცხიმის წვის პროფილის შედგენით. მათთვის ვინც სიღრმისეულ სურათს ეძებს, ემატება მიკრობიომის ანალიზი, რათა გავიგოთ, როგორ ამუშავებს თქვენი ნაწლავები საკვებს. მიკრობიომის  ანალიზის საფუძველზე და მეტაბოლური მაჩვენებლების გათვალისწინებით იქმნება ნუტრიციული მიდგომა, რომელიც კონკრეტულად თქვენზე მუშაობს.

როდესაც გეგმა იდეალურად ერგება თქვენს ორგანიზმს, ნებისყოფის დაძაბვა აღარ არის საჭირო. „იო-იო ეფექტი“ ქრება, როდესაც დანიშნულება ზუსტია. წონის მართვა ხდება მეცნიერული პროცესი თავისი პროგნოზირებადი შედეგით და არა ხასიათის სიმტკიცის გამოცდა.

შეწყვიტეთ ვარაუდი
დაიწყეთ გაზომვა

დაჯავშნეთ პირველი კონსულტაცია და მიიღეთ სრული ბიოლოგიური შეფასება.