ბიოლოგიური ასაკი vs. ქრონოლოგიური ასაკი - რომელი მათგანია რეალურად მნიშვნელოვანი?
მეცნიერება დღეგრძელობაზე
არსებობს რიცხვი, რომელიც თითქმის ყველამ ზეპირად იცის - საკუთარი დაბადების წელი. სწორედ ამ ციფრზე დაყრდნობით ხშირად გამოაქვთ დასკვნები იმის შესახებ, თუ ჯანმრთელობის რა შესაძლო რისკების წინაშე დგახართ ან რამდენი პროდუქტიული წელი გაქვთ წინ. თანამედროვე მეცნიერება ამ მიდგომას კრიტიკულად უყურებს. როგორც აღმოჩნდა, თქვენი დაბადების წელი ერთ-ერთი ნაკლებად ინფორმაციული მაჩვენებელია თქვენი დღეგრძელობის განსაზღვრაში.
დათვლის ორი მეთოდი
ქრონოლოგიური ასაკი მხოლოდ დროს აღრიცხავს და ზომავს დედამიწის ბრუნვათა რაოდენობას მზის გარშემო თქვენი დაბადების მომენტიდან. ეს მაჩვენებელი ინდიფერენტულია იმის მიმართ, თუ როგორ განვლეთ ეს წლები : სრულიად ჯანმრთელმა თუ ქრონიკული სტრესის ქვეშ, რვა საათი გეძინათ ღამე თუ ოთხი, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით თუ უმოძრაო რეჟიმით.
ბიოლოგიური ასაკი ფუნდამენტურად განსხვავებული ცნებაა. იგი განსაზღვრავს, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზმი: უჯრედები, ქსოვილები და ორგანოები, მოცემულ მომენტში. ერთსა და იმავე წელს დაბადებულ ორ ადამიანს ბიოლოგიური ასაკი შესაძლოა ათწლეულით ან მეტით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. აღნიშნულ სხვაობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხისთვის.
ეს არ გახლავთ მხოლოდ მეცნიერული ჰიპოთეზა. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ეტაპობრივმა ლონგიტუდურმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა ერთსა და იმავე წელს დაბადებულ ათასამდე მონაწილეს, აჩვენა, რომ ბიოლოგიური დაბერების ტემპი ინდივიდებს შორის მკვეთრად ვარირებს. 38 წლის ასაკის ზოგიერთი მონაწილის ბიოლოგიური პროფილი 28 წლის ადამიანის მონაცემებს შეესაბამებოდა, ზოგისა კი 61 წლისას- იდენტური ქრონოლოგიური ასაკი და სრულიად განსხვავებული ბიოლოგიური რეალობა.
როგორ იზომება ბიოლოგიური ასაკი?
ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ადამიანის ორგანიზმში საიმედო „მოლეკულურ საათს“ ეძებდნენ. ისინი შეისწავლიდნენ ტელომერების სიგრძეს, ჰორმონალურ დონეებსა და ათეულობით სხვადასხვა მარკერს, თუმცა თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი შეზღუდვები ახლდა.
2013 წელს, ბიოსტატისტიკოსმა სტივ ჰორვათმა გამოაქვეყნა ის, რაც „ჰორვათის საათის" სახელით გახდა ცნობილი: ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის მეთოდი დნმ-ის მეთილირების ეგრეთწოდებული “პატერნების” ანალიზის საფუძველზე.
დნმ-ის მეთილირება ეპიგენეტიკური პროცესია. ეს გახლავთ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც თქვენი ცხოვრების წესი, გარემო პირობები და ჩვევები ახდენენ თქვენი დნმ-ის „ანოტირებას“ გარკვეული გენების გააქტიურებით ან დეაქტივაციით (ჩართვა-გამორთვით). წლების განმავლობაში ეს პატერნები პროგნოზირებადი და გაზომვადი გზით იცვლება. გენომის კონკრეტული უბნების ანალიზით, მეცნიერებს დღეს შეუძლიათ ბიოლოგიური ასაკის საოცარი სიზუსტით განსაზღვრა.
ეპიგენეტიკური საათის ხანგრძლივი შესწავლის შედეგად ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა. ბიოლოგიური ასაკის სტატიკურ მაჩვენებელს მეცნიერებმა დაამატეს კიდევ ერთი მაჩვენებელი- „დაბერების სიჩქარე“ . ეს მაჩვენებელი დინამიკური ქულაა, რომელიც ზომავს იმას, თუ რა სისწრაფით ბერდებით მოცემულ მომენტში და არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად დაბერდით აქამდე.
სწორედ ამ პრინციპით მუშაობს ჩვენი ტესტი: იგი აანალიზებს ასობით ათას მეთილირების უბანს, რათა გამოთვალოს როგორც თქვენი ბიოლოგიური ასაკი, ისე დაბერების მიმდინარე ტემპი.
ორ ადამიანს, რომელთაც იდენტური ბიოლოგიური ასაკი აქვთ, შესაძლოა დაბერების რადიკალურად განსხვავებული სისწრაფე ახასიათებდეთ — და სწორედ ეს ტემპი განსაზღვრავს მათ ფიზიკურ მდგომარეობას ეხლაც და ათი წლის შემდეგ.
რატომ არის ეს სხვაობა მნიშვნელოვანი?
პირებს, რომელთა ბიოლოგიური ასაკი მათ ქრონოლოგიურ ასაკზე ნაკლებია, როგორც წესი, ახასიათებთ უფრო ძლიერი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მტკიცე იმუნური ფუნქცია, მეტაბოლური დაავადებების დაბალი მაჩვენებელი და ნაადრევი სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირებული რისკი. კვლევებმა იმ ადამიანებზე , რომლებმაც განსაკუთრებულ ხანდაზმულობას მიაღწიეს, თანმიმდევრულად ავლენენ ერთ საერთო მახასიათებელს: მათი ბიოლოგიური ასაკი არსებითად ჩამორჩება მათ კალენდარულ ასაკს ზოგიერთ ჯგუფში ეს სხვაობა თხუთმეტ-ოც წელს ან მეტსაც შეადგენს.
ამ დისბალანსის გამომწვევი ფაქტორები მეცნიერულად კარგად არის შესწავლილი. ძილის ქრონიკული დეფიციტი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი, არასათანადო კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ჭარბი ვისცერული ცხიმი (შიდა ორგანოების ირგვლივ არსებული ცხიმი) — ყოველივე ეს აჩქარებს ბიოლოგიურ დაბერებას. საპირისპიროდ, რეგულარული აერობული ვარჯიში, აღდგენითი ძილი, ნატურალური პროდუქტებით კვება, სტრესის ეფექტური მართვა და მყარი სოციალური ურთიერთობები სტაბილურად ასოცირდება უფრო ნელ ეპიგენეტიკურ დაბერებასთან.
მთავარი დასკვნა კი გახლავთ ის, რომ ბიოლოგიური ასაკი არ არის ფიქსირებული მოცემულობა. თქვენი დაბადების წლისგან განსხვავებით, ბიოლოგიურ ასაკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით. და ეს იმ არჩევანის საფუძველზე, რომელსაც აკეთებთ იმ მიზნობრივი ინტერვენციების მეშვეობით, რომლებსაც მიმართავთ.
თქვენი მაჩვენებლის ცოდნის მნიშვნელობა
იმის აღმოჩენა, რომ თქვენი ბიოლოგიური ასაკი ქრონოლოგიურზე ნაკლებია, ნამდვილად დამაიმედებელია. ეს არის იმის დადასტურება, რომ თქვენი ცხოვრების წესი ეფექტურია. საპირისპირო სურათის ნახვა კი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს განგაშის საფუძველს; პირიქით, ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა.
LongevityOne-ში ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა ჩვენი დღეგრძელობის პროგრამის საფუძველს წარმოადგენს.
იგი ცვლის ზოგად საუბარს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „თქვენ უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე“- კონკრეტული და ზუსტი ფორმულირებით: „ აი ეს გახლავთ ზუსტი გეგმა თქვენი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად“.
თორმეტი კვირის შემდეგ ჩვენ ვიმეორებთ ტესტს. მიღებული შედეგების შედარება არის ციფრებში გამოხატული მტკიცებულება დღეგრძელობისკენ გადადგმული ნაბიჯების.
თქვენ პასპორტში მითითებული ასაკი ნამდვილად შეუცვლელი მოცემულობაა, თუმცა თქვენს ბიოლოგიურ ასაკს ეს არ ეხება.
შეწყვიტეთ ვარაუდი
დაიწყეთ გაზომვა
დაჯავშნეთ პირველი კონსულტაცია და მიიღეთ სრული ბიოლოგიური შეფასება.